თავში

არის თუ არა საკმარისი მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება

არის თუ არა საკმარისი მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება
არის თუ არა საკმარისი მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის გაწეული დახმარება

,,არასაკმარისი, მაგრამ ეკონომიკურ შესაძლებლობასთან მაქსიმალურად მიახლოებული", - ასე აფასებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს, რომელიც ეპიდემიისგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის  მოგვარებას ითვალისწინებს.   

,,ყოველთვის უნდა გაიმიჯნოს, რომ მთავრობამ წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა და არა მარტო პროგრამა, რომელიც გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. დახმარების წრე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაფართოვდა. მათ შორის, თვითდასაქმებულების, ონკოპაციენტების, ბავშვების და სხვადასხვა სოციალური ჯუფის მიმართ, რომელიც დღესდღეობით ყევლაზე მეტად საჭიროებს დახმარებას. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაწეული დახმარება საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ადეკვატურია. ესეც ვერ მოხერხდებოდა, რომ არა შემოწირულობები და საგარეო სესხები თუ დახმარებები, რომელიც ქვეყანამ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან მიიღო. ამ მიმართულებით გაწეულ ღონისძიებებს დამაკმაყოფილებლად შევაფასებდი. ცხადია, რომ ქვეყნები დიდ დახმარებას უწევენ საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ქვეყნების ეკონომიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, მშპ-ზე თუ გადაავიანგარიშებთ, 10-ჯერ აღემატება. ცხადიამ, მეტია საჭირო, მაგრამ შესაძლებლობასთან მაქსიმალურად მიახლოებულია", - განმარტავს სილაგაძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალსიწინებულია, უმუშევრად დარჩენილი ან უხელფასო შვებულებაში მყოფი თითოეული მოქალაქისთვის თვეში 200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში; ასევე მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად. დახმარების მიმღებთა ჩამონათვალშია  სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა ექვსი თვეში დამატებით მიიღებს 600-ლარიან დახმარებას; ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაა 0-დან 100 000-მდე და ჰყავთ სამი, ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი დამატებით ასევე მიიღებენ 600 ლარს. ბოლოს ამ გეგმაში ბავშვთა დახმარების ვალდებულებაც ჩაიდო, რომლის ფარგლებშიც 200 ლარს 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები მიიღებენ. ამ და სხვა დახმარებეტან ერთად, რომლის ვალდებულებაც მთავრობამ აიღო, აღსანიშნავია, პენსიებთან დაკავშირებული ცვლილებაც, კერძოდ, პენსიების ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლებით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთის კი 25 ლარზე ნაკლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system