თავში

არის თუ არა თბილისი 10 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებთაგან ერთ-ერთი

არის თუ არა თბილისი 10 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებთაგან ერთ-ერთი
არის თუ არა თბილისი 10 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებთაგან ერთ-ერთი

პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით ზაზა ხუციშვილმა განცხადება გააკეთა.მისი ინფორმაციით, არასწორია ინფორმაცია,თითქოს, საქართველოში ჰაერი დაბინძურების ხარისხი საგანგაშოდ მაღალია და თბილისი შეყვანილია 10 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქთა სიაში. დეპუტატის განმარტებიტ, დაბინძურების მთავარი წყარო არის ტრანსპორტი.

"მოგეხსენებათ რომ 3 700 000 არის საქართველოს მოსახლეობა ბოლო კვლევების მიხევდით და აქედან 1 200 000 ცხოვრობს თბილისში და ტრანსპორტის კონცენტრაციაც მაღალია დაახლოებით 40% საქართველოს ტრანსპორტისა არის თბილისში, ამიტომ, რა თქმა უნდა, ტექდათვალიერების საკითხი იყო უმძიმესი. ათზე მეტია წელია, ეს არ მუშაობდა ეს სისტემა, ჩვენი ავტო პარკი არის საკმაოდ მოძველებული გამომდინარე ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან, ამიტომ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძველ ავტომობილებს ახალ მოთხოვნებს, რა თქმა, უნდა ვერ მივუყენებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, კიდევ ერთხელ სწორი მიდგომა ამასთან და კონტროლის მიმართულებით.რაც შეეხება იმ ზომებს რომელსაც ატარებს დედაქალაქის ხელმძღვანელობა აქ მისასალმებელია რომ ბატონ კახი კალაძეს პირობა აქვს დადებული, რომ 700-ივე ავტობუსი რომელიც ქალაქს ემსახურება ჩანაცვლდება ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე ტრანსპორტით და ამ 700 შემადგენლობას დაემატება 200 ახალი, ეს უკვე ნიშნავს რომ ჩვენი მუნიციპალური ტრანსპორტი იმდენად მიმზიდველი უნდა გავხადოთ, რომ ნაკლებად ისარგებლონ საკუთარი ტრანსპორტით, - აღნიშნა დეპუტატმა.

ზაზა ხუციშვილის შეეხო სამრეწველო გამონაბოლქვსაც.მისი განმარტებით სამრეწველო გამონაბოლქვების დაბინზურების წილი 30% -ია და  აუცილებელია, საწარმოს ამუშავების შემდეგ ის ემისიები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს გარემოში როგორც სითბური ასევე ქიმიური. დეპუტატი მოძველებული ავტო პარკის პირობებში ყურადღებას ამახვილებს საწვავის ხარისხის კონტროლის აუცილებლობაზეც. ზაზა ხუციშვილი შეეხო ასევე სამშენებლო მტვრის საკითხსაც.

"ჩვენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიტანეთ ცვლილებები და გავამკაცროთ იმისათვის რომ ღია სახით არ მოხდეს არც სამშენებლო მასალების გადაზიდვა და მითუმეტეს ძალიან საშიში ტენდენცია იყო, როდესაც მშრალი მეთოდით ხდებოდა დახერხვა ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ თბილისში ორი დიდი პარკის მშენებლობა იგეგმება, ერთი უკვე დაანონსებულია და რამდენადაც ვიცი უკვე პროექტიც არის, ეს არის დიღმის ჭალები. სადგურებს რაც შეეხება აქაც ჩვენ როდესაც ბიუჯეტის განხილვის დროს ყოველთვის ვითხოვთ ჩვენი მიმართულებით ბიუჯეტის გაზრდას. მინდა გითხრათ, რომ გარემოს დაცვით მიმართულებით როგორც რეინჯერების ასევე გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების, მათი ტექნიკის, ეკიპაჟების მიმართულებით ძალიან შორს ვართ იმ სტანდარტისგან რომ ჩვენი ტყეები, ტერიტორიები იყოს დაცული," - აცხადებს ხუციშვილი.

ბოლოდ დეპუტატმა აღნიშნა, რომ ტუის მოვლა აუცილებელია. მისი თქმით, ქვეყნის მტავარი ფილტვები სწორედ ტყეა, რომელიც ემისიების 25% შთანთქავს. დეპუტატის განმარტებით, ტყის ახალი კოდექსი უფრო მდგრად მოხმარებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, საქართველოს ტერიტორიის 40%  ტყითაა დაფარული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system