თავში

არქიტექტორებს სერტიფიცირების ვალდებულება 2 წლით გადაუვადდათ

არქიტექტორებს სერტიფიცირების ვალდებულება 2 წლით გადაუვადდათ
არქიტექტორებს სერტიფიცირების ვალდებულება 2 წლით გადაუვადდათ

არქიტექტორებს სერტიფიცირების გავლა დასჭირდებათ. ამას გულისხმობს  საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი.

ცვლილების მიხედვით, სერტიფიცირების ვალდებულება არქიტექტორებისთვის გადავადდა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, სერტიფიცირებული არქიტექტორის მიერ არქიტექტურული პროექტის დამოწმების ვალდებულება 2020 წლის 1-ლი ოქტომბრის ნაცვლად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან წარმოიშობა.

კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გურამ მაჭარაშვილი, ნინო წილოსანი, პაატა მხეიძე, მერაბ ქვარაია და ზაზა გაბუნია არიან.

„არქიტექტურული პროექტის სერტიფიცირებული არქიტექტორის მიერ დამოწმების მოთხოვნა, გადავადდა 2 წლით, რაც დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს არქიტექტორებზე. კერძოდ, მათ არ მოუწევთ სერტიფიცირების ხარჯების გაღება, ხოლო სერტიფიკატის მიუღებლობის შემთხვევაში, შემოსავლების გარეშე დარჩენა,“-ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system