თავში

ნათია თურნავა: 2021 წლის ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებას ასახავს

ნათია თურნავა: 2021 წლის ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებას ასახავს
ნათია თურნავა: 2021 წლის ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებას ასახავს

„ბიუჯეტის პროექტი, რომელიც წარდგენილია პარლამენტში, ასახავს ორ ძირითად მიმართულებას - ეს არის ზრუნვა მოქალაქეზე და ზრუნვა ეკონომიკაზე, რაც ძალიან აქტუალური იქნება პოსტპანდემიურ პერიოდში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, მიუხედავად რესურსების უდიდესი დანახარჯისა, რასაც პანდემიასთან ბრძოლა საჭიროებს, მთავრობას ვალდებულებები შესრულებული აქვს.

„ეს ასახული გვაქვს ამ ბიუჯეტის პროექტში - მათ შორის იზრდება მასწავლებლების ხელფასები, ირთვება პენსიონერთა პენსიების ინდექსაციის მექანიზმი და იზრდება პენსია, ასევე მეწარმეობის, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით არის საკმაოდ მოცულობითი ბიუჯეტი - მხოლოდ ჩვენი სამინისტროს ფარგლებში, „აწარმოე საქართველოში“ და სხვა მსგავსი პროგრამებისთვის არის 150 მილიონ ლარზე მეტი ასახული და მთლიანობაში, ეს არის ბიუჯეტი, რომელიც უზრუნველყოფს თანდათან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკონომიკის გაჯანსაღებას და ადამიანებისთვის ნეგატიური ზიანის შემსუბუქებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავბული ვერსია პარლამენტში შევიდა.

პროექტის მიხედვით, ბიუჯეტი 16,7 მილიარდი ლარია, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 1,6 მილიარდი ლარით არის შემცირებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system