თავში

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიოს თავსატეხი გახდა

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიოს თავსატეხი გახდა
აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი მსოფლიოს თავსატეხი გახდა

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შედეგებმა შეიძლება გლობალური ეკონომიკის ნაწილი, 2020 წლის დასაწყისში გაანადგუროს. საუბარია ისეთი ზომის ეკონომიკაზე, როგორიც შვეიცარიაა,- ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ CNBC– სთან ინტერვიუში გააკეთა.


”2020 წლისთვის უკვე დაწესებული ან გამოცხადებული ტარიფები შეამცირებს გლობალურ მშპ-ის 0,8% -ით. ეს კი მთელი შვეიცარიის ეკონომიკის ტოლია”- თქვა გეორგიევამ.


როგორც გეორგიევა აღნიშნავს, მხარეებმა საერთო შეთანხმებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.


”ხელშეკრულებისადმი ინტერესი (აშშ-სა და ჩინეთს შორის) მოტივირებულია ძალიან მარტივი, საერთო მიზნით, [ეს] სასარგებლოა ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩინეთი უფრო ღიაა შეერთებული შტატებისთვის და უფრო მეტად არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობებზე”,- დასძინა მან.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს გლობალური ეკონომიკის მშპ-ს ზრდა 3.0% -ით არის განსაზღვურული, რაც ძირითადად აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის მზარდი შედეგებით არის გამოწვეული. აღნიშნული მაჩვენებელი კი, ყველაზე დაბალი პროგნოზია ფინანსური კრიზისის შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system