თავში

აშშ და ჩინეთი მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დღეს იწყებს

აშშ და ჩინეთი მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დღეს იწყებს
აშშ და ჩინეთი მოლაპარაკებების ახალ რაუნდს დღეს იწყებს

რამდენიმეთვიანი პაუზისა და მწვავე სავაჭრო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებს. ოფიციალური ვაშინგტონისა და პეკინის წარმომადგენლები დღეს შეწყვეტილ დისკუსიებს შტატებში განაახლებენ.


როგორც ცნობილია, ჩინურ დელეგაციას სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ლიუ ჰე უხელმძღვანელებს. შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი მან განაცხადა, რომ პეკინი არ აპირებს სამრეწველო პოლიტიკის და მთავრობის სუბსიდიების რეფორმირების საკითხების გადახედვას, რაც ის ორი ძირითადი საკითხია, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს.


ამერიკული მედია წერს, რომ სავაჭრო დაპირისპირების დარეგულირება, სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიური განვითარება მთავარ განსახილველ საკითხთა შორის იქნება, ამას გარდა, მოლაპარაკებების ახალ რაუნდში ვალუტის შესახებაც იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ შტატებმა ჩინეთი იუანით მანიპულაციაში არაერთგზის დაადანაშაულა.


შეგახსენებთ, რომ წინა სავაჭრო მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ივლისში შედგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system