თავში

აშშ ესპანეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ ესპანეთისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო განიხილავს შესაძლებლობას, შემოიღოს სანქციები ესპანეთის წინააღმდეგ ამ ქვეყნის მხრიდან ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდაჭერის გამო. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი ფიქრობს, რომ მადურო და მისი მხარდამჭერები ფულს ესპანურ ბანკებში ინახავენ. ეს კი მათ საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ ვაშინგტონის სანქციებს. როგორც პუბლიკაციაში წერია, აშშ-ის სპეცწარმომადგენელი ვენესუელას საკითხებში ელიოტ აბრამსი მადრიდისგან ითხოვდა, არ დაერთო ნება მადუროსთვის გადაერიცხა სახსრები ესპანეთში.

ამავე წყაროს თქმით, ამერიკის ფინანსური უწყება განიხილავს რესტრუქციების დაწესებას იმ ფინანსური ორგანიზაციებისთვის, სადაც შესაძლოა, ინახებოდეს ვენესუელას ხელისუფლების წამრომადგენლების ფინანსური რესურსები.

როგორც ჩანს, ამ სანქციების ამოქმედება მოხდება ესპანეთში საყოველთაო არჩევნებამდე, რომელიც 10 ნოემბერს გაიმართება. წყაროს ცნობით, ამერიკულმა უწყებამ ესპანეთის მხარე გააფრთხილა სანქციების შესახებ. თუმცა სააგენტოს ესპანეთის საგარეო უწყებაში განუცხადეს, რომ მათ გაფრთხილება არ მიუღიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system