თავში

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად იზრდება

აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად იზრდება
აშშ-ის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი (ფუნქციურად ეკონომიკის სამინისტროს ანალოგი), 2019 წლის ზაფხულის განმავლობაში, ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად ზრდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ამის შესახებ GUardian-ი იუწყება.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის ივლის-სექტემბრის მონაკვეთში, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1,9%–ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები მხოლოდ 1.6%–იან ზრდას ვარაუდობდნენ. ჩინეთთან სატარიფო დავის მიუხედავად, მესამე კვარტალში შტატების ექსპორტი 0.7%–ით გაიზარდა, ხოლო კერძო მოხმარებაში, რომელიც მშპ–ის ორ მესამედს შეადგენს, 2.9 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (ცენტრალური ბანკი) მონეტარული პოლიტიკის სხდომას გამართავს, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება გაამკაცრებს თუ არა აშშ მონეტარულ პოლიტიკას. როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ფედერალური სარეზერვო სისტემა სატარიფო კონფლიქტით გამოწვეული ეკონომიკური რისკების გათვალისწინებით, სავარაუდოდ განაკვეთის შემცირების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system