თავში

აშშ-ის ეკონომიკა "ნორმალურ" მაჩვენებელს აღარასდროს დაუბრუნდება - CNN

აშშ-ის ეკონომიკა "ნორმალურ" მაჩვენებელს აღარასდროს დაუბრუნდება - CNN
აშშ-ის ეკონომიკა ნორმალურ მაჩვენებელს აღარასდროს დაუბრუნდება - CNN

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ "ნორმალურ მაჩვენებელს", შესაძლოა,  აღარასოდეს დაუბრუნდეს. ამის შესახებ CNN წერს.

ანალიტიკოსები Back-to-Normal-ის ინდექსზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ აშშ-ის ეკონომიკის მაჩვენებლები თანდათან აღდგენისაკენ მიემართება, თუმცა, ზოგიერთი რამ, შესაძლოა, ჩვეულ ნორმას აღარ დაუბრუნდეს.

”ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა აღარასოდეს დაბრუნდება ”ნორმალურ მდგომარეობას”, - წერს CNN.

Moody's Analytics დარწმუნებულია, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს საჰაერო მიმოსვლასა და ნავთობზე მოთხოვნაზეც.

ამ დროისათვის, შეერთებულ შტატებში დაახლოებით ორჯერ მეტი უმუშევარია.  ასევე იზრდება უსახლკაროთა რაოდენობაც, მხოლოდ კალიფორნიაში სახლის გარეშე დაახლოებით 161 ათასი ადამიანია დარჩენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system