თავში

აშშ-ის სახაზინო აქტივებზე მოთხოვნა გაიზარდა

აშშ-ის სახაზინო აქტივებზე მოთხოვნა გაიზარდა
აშშ-ის სახაზინო აქტივებზე მოთხოვნა გაიზარდა

აპრილში აშშ-ის სახაზინო აქტივებზე მოთხოვნა გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია galt and taggart-ის ობლიგაციების რეგიონული ბაზრის აპრილის მიმოხილვაში. დოკუმენტში განმარტებულია, რომ აშშ-ს 10- წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობა აპრილის ბოლოს 1.65%-მდე შემცირდა. ამასთან, აპრილში ჯო ბაიდენმა დააანონსა ფისკალური სტიმულირების ახალი $1.8 ტრილიონიანი პროგრამა (ოჯახის დახმარების ფონდი).

"27-28 აპრილის შეხვედრაზე აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა (FED) უცვლელად შეინარჩუნა საპროცენტო განაკვეთები და ობლიგაციების შესყიდვის პროგრამა. ამასთან, FED-მა აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრესისა და ეკონომიკის გაჯანსაღების მიუხედავად, ეკონომიკის დახმარების ტემპი არ შეიცვლება მანამ სანამ "მნიშვნელოვანი წინსვლა" არ მოხდება დასაქმებისა და ინფლაციის მაჩვენებლებში. აპრილში გაიზარდა მოთხოვნა აშშ-ს სახაზინო აქტივებზე," - ვკითხულობთ მიმოხილვაში. 

რაც შეეხება, განვითარებად ბაზრებს, აპრილში განვითარებად ბაზრებში პორტფელური ინვესტიციები გაიზარდა და $45.5 მილიარდს გაუტოლდა. ინვესტიცია განხორციელდა აქციებში (ძირითადად ჩინეთში - $13.5 მლრდ.), ხოლო დანარჩენი ობლიგაციებში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system