თავში

აშშ-მა საქართველოს შეიძლება დახმარება 15%-ით შეუმციროს

აშშ-მა საქართველოს შეიძლება დახმარება 15%-ით შეუმციროს
აშშ-მა საქართველოს შეიძლება დახმარება 15%-ით შეუმციროს

აშშ-ს ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტი ქვეყანას არ გადაეცემა მანამდე, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასიგნებების კომიტეტს არ წარუდგენს ანგარიშს, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვისთვის.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დახმარების შეჩერება არ შეეხება იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.

პოლიტოლოგებისა და ეკონომისტების უმრავლესობა report.ge-ს უხსნიან, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ნდობა 15 %-ით არის შემცირებული და დაფინანსებაც სწორედ ამის პარალელურად 15 %-ით შეიძლება შემცირდეს. მათი განმარტებით, ეს ერთგვარი სანქციაა. აშშ-ის კონგრესმენები ფიქრობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით უნდა ამოქმედდეს პირობითობის პოლიტიკა.

ფინანსისტებისა და ეკონომისტების შედარებით მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური პროცედურაა, ამგვარი პოლიტიკა აშშ-ს ყველა ქვეყნის მიმართ აქვს და საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას კონგრესმენების მცირე ნაწილისა და საქართველოს ოპოზიციური ჯგუფის საეჭვო კოორდინაცია ვერაფერს დააკლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system