თავში

აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთში სხვადასხვა ტექნიკის ექსპორტი აკრძალოს

აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთში სხვადასხვა ტექნიკის ექსპორტი აკრძალოს
აშშ-მა, შესაძლოა, რუსეთში სხვადასხვა ტექნიკის ექსპორტი აკრძალოს

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ-ის მთავრობა რუსეთში სმარტფონების, თვითმფრინავებისა და მანქანების ძირითადი კომპონენტების ექსპორტის აკრძალვას გეგმავს. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს.

აშშ-ის ოფიციალური პირები რუსეთის ეკონომიკის შეფერხებისთვის ექსპორტის კონტროლის მკაცრ ზომებს განიხილავენ, იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  უკრაინაში შეჭრის ბრძანებას გასცემს. 

რუსეთის მობილური ტელეფონების ბაზარზე დომინირებს ისეთი უცხოური კომპანიები, როგორიცაა Apple (AAPL.O), Samsung (005930.KS) და Huawei, რომლებსაც  რუსული პროგრამული უზრუნველყოფის დაყენების ვალდებულება ეკისრებათ.

მანამდე, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები, რომლებიც ადგილობრივ საქონელზე პრეფერენციების უზრუნველყოფასა და პანდემიის სავაჭრო შეზღუდვების გასაძლიერებლად გამოყენებას ისახავდა მიზნად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system