თავში

აშშ რუსეთს WTO-ს წესების დარღვევაში ადანაშაულებს

აშშ რუსეთს WTO-ს წესების დარღვევაში ადანაშაულებს
აშშ რუსეთს WTO-ს წესების დარღვევაში ადანაშაულებს

რუსეთის ქმედებები, რომლებიც ადგილობრივ საქონელზე პრეფერენციების უზრუნველყოფასა და პანდემიის სავაჭრო შეზღუდვების გასაძლიერებლად გამოყენებას ისახავდა მიზნად,  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის განცხადებაშია აღნიშნული. 

”რუსეთი  მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპებიდან გადახვევას განაგრძობს, როგორიცაა არადისკრიმინაციული პრაქტიკა, ღია ვაჭრობა, პროგნოზირებადობა, გამჭვირვალობა და სამართლიანი კონკურენცია”, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა, ქეთრინ ტაიმ.

მისი ოფისის მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია შიდა პროდუქტის ექსპორტსა და იმპორტზე არაგონივრულ შეზღუდვებს აწესებს.

„აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობითი ოფისი TWO-ს ინსტრუმენტებს გამოიყენებს, რათა რუსეთი საკუთარ ქმედებებს პასუხისმგებლობით მოეკიდოს“, - განაცხადა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა.

2014 წელს, უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის შემდეგ, რუსეთს სანქციები დაუწესდა. ამის საპასუხოდ, რუსეთის ხელმძღვანელობამ დასავლეთის ქვეყნებიდან გარკვეული კატეგორიის საქონლისა და მომსახურების იმპორტზე შეზღუდვები დააწესა, რაც მისი, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრის ვალდებულებების უხეშად დარღვევას წარმოადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system