თავში

აშშ-ს ინფრასტრუქტურას 2.3 ტრილიონი დოლარი მოხმარდება

აშშ-ს ინფრასტრუქტურას 2.3 ტრილიონი დოლარი მოხმარდება
აშშ-ს ინფრასტრუქტურას  2.3 ტრილიონი დოლარი მოხმარდება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  წარმოადგინა 2.3 ტრილიონი დოლარის მოცულობის საინვესტიციო გეგმა აშშ-ს ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. საუბარია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ინვესტიციებსა და ამერიკული უპრეცედენტოდ ბევრი სამუშაო ადგილის შექმნაზე.

გეგმა ითვალისწინებს 32000 კმ განფენილობის საავტომობილო გზების და დაახლოებით 10000 ხიდის მოდერნიზაციას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შედგენილობის განახლებას, ელექტრომობილებისათვის ენერგიით სატენი სადგურების ქსელის შექმნას. ამ მიზნებისათვის დაიხარჯება დაახლოებით 621 მილიარდი დოლარი მითითებული თანხიდან. 111 მილიარდი დოლარია გამოყოფილი საკანალიზაციო სისტემის შეცვლისათვის. ფართოზოლიანი ინტერნეტის განვითარებას მოხმარდება კიდევ 100 მილიარდი დოლარი. დაბოლოს, 100 მილიარდი დოლარია საჭირო ელექტროგადაცემის ქსელის განახლებისათვის.

ბაიდენი "ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ანალოგის შექმნის ინიციატივით გამოდის. აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ შეერთებული შტატები პერსპექტიულ ახალ ტექნოლოგიებში, როგორიცაა კვანტური გამოთვლა, ხელოვნური ინტელექტი და ბიოტექნოლოგია, ინვესტიციებს გაზრდის.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მათ ერთობლივ მშენებლობას. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system