თავში

აშშ-ს მსოფლიო სავაჭრო წესების დარღვევაში ადანაშაულებენ

აშშ-ს მსოფლიო სავაჭრო წესების დარღვევაში ადანაშაულებენ
აშშ-ს მსოფლიო სავაჭრო წესების დარღვევაში ადანაშაულებენ

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფების დაკისრებით აშშ-მ მსოფლიო სავაჭრო წესები დაარღვია.

ორგანიზაციის სამი ექსპერტი მატკიცებს, რომ აშშ-მ სავაჭრო წესები დაარღვია, ვინაიდან ტარიფები მხოლოდ ჩინეთზე ვრცელდება და იმ მაქსიმალურ მაჩვენებლებს აღემატება, რაზეც შეერთებული შტატები იყო შეთანხმებული. 

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის სავაჭრო ურთიერთობების წარმომადგენელი რობერტ ლაითჰაიზერი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ჩინეთის მავნე ტექნოლოგიური პრაქტიკის შესაჩერებლად არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს განმარტებით, პეკინი მხარს უჭერს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას და პატივს სცემს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებსა და გადაწყვეტილებებს. უწყებაში იმედოვნებენ, რომ ვაშინგტონიც იგივეს გააკეთებს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც ჩინეთს ტექნოლოგიებისა და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში ადანაშაულებდა, 200 მილიარდი ღირებულების ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები 2 წლის წინ დააწესა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system