თავში

აშშ-ს რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის ჩამორთმევა სურს

​აშშ-ს რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის ჩამორთმევა სურს
აშშ-ს რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსის ჩამორთმევა სურს

აშშ-მა რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსისადმი შესაბამისობაზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ ოფიციალურ გამოცემა Federal Register-ში გამოქვეყნდა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დაინტერესებულ მხარეებს საკუთარი კომენტარების გაგზავნა 30 აგვისტომდე შეუძლიათ.

უწყება განმარტავს, რომ რუსეთის საბაზრო ეკონომიკის სტატუსზე გამოძიება დაწყებულია ანტიდემპინგური ანალიზის საფუძველზე, რომელიც უკავშირდება რუსეთიდან ნიტრატ-ამონიუმის მიწოდებას.

აშშ-ს ვაჭრობის სამინისტროს მოჰყავს 1930 წლის კანონი ტარიფებზე, რომელშიც გაწერილია კრიტერიუმები ამა თუ იმ ქვეყნის ურთიერთობის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან. კანონში 6 კრიტერიუმია დაფიქსირებული, რომელთანაც შესაბამისობა იძლევა საბაზრო ეკონომიკის განსაზღვრის საშუალებას თუ ქვეყნის ეკონომიკა არ შეესაბამება რომელიმე კრიტერიუმს, მაშინ უფლების მქონე ორგანოს (ანუ ვაჭრობის სამინისტრო) შეუძლია ქვეყნის კვალიფიცირება, როგორც არა საბაზროსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system