თავში

აშშ-სა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული დავა გრძელდება

აშშ-სა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული
აშშ-სა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული დავა გრძელდება

აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტის  განცხადებით, ამერიკული ავიალაინერები ფრენების განახლებას ჩინეთის მიმართულებით ივნისში გეგმავდნენ, თუმცა, ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ბრძანებით, უცხო ქვეყნის მიერ განხორციელებული ფრენების რაოდენობა ქვეყანაში, 12 მარტისთვის განხორციელებული ფრენების რაოდენობის ტოლი უნდა ყოფილიყო.  აშშ-ის სატრანსპორტო სამინისტროს განცხადებით, 12 მარტისთვის, ამერიკულ ავიალაინერებს, ჩინეთის მიმართულებით ფრენები მთლიანად შეჩერებული ჰქონდა. ამგვარად, ჩინეთის მიერ დაწესებული რეგულაციიდან გამომდინარე, "ამერიკულ ავიალაინერებს რეგულარული რეისების აღდგენის საშუალება არ ეძლევა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იმის გამო რომ, ჩინეთმა არ დააკმაყოფილა United Airlines-ისა და Delta Air Lines-ის მოთხოვნა, მიმდინარე თვეში განეახლებინა მათი რეისები, აშშ-მა, 16 ივნისიდან ჩინეთის სამგზავრო ავიაკომპანიებისთვის ფრენის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც ჩანს ვაშინგტონის ზეწოლამ შედეგი გამოიღო და ზუსტად 12 საათში ჩინეთის ავიაციის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა უცხოური ავიალაინერისთვის დამატებითი ფრენების განხორციელების შესაძლებლობა მიეცა. მიუხედავად ამისა, ჩინეთმა მხოლოდ ნაწილობრივ დაიხია უკან და გარკვეული შეზღუდვები რჩება. 

ავიალაინერებმა უნდა აირჩიონ ნებადართული ქალაქიდან ერთ-ერთი და კვირაში ერთი განხორციელებული ფრენის შემდეგ, გადაყვანილ მგზავრებს დააკვირდებიან. თუ მგზავრებს სამი კვირის განმავლობაში ვირუსი არ დაუფიქსირდათ, კომპანიები კიდევ ერთი რეისის დამატებას შეძლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system