თავში

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის დონე უმაღლეს ნიშნულზეა - დავით ზალკალიანი

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის დონე უმაღლეს ნიშნულზეა
აშშ-საქართველოს თანამშრომლობის დონე უმაღლეს ნიშნულზეა - დავით ზალკალიანი

აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია განიხილავს საქართველოში თავისი რეგიონული ოფისი დააფუძნოს და დაეხმაროს ამერიკულ ბიზნესებს, დაიწყონ საქართველოში საქმიანობა და აგრეთვე მათ ქართველ პარტნიორებს.

ამის შესახებ აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ქით ქრაჩმა განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის განცხადებას გამოეხმაურა. დავით ზალკალიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისისა და მისი სტრატეგიულ პარტნიორის თანამშრომლობის დონე უმაღლეს ნიშნულზეა.

„საქართველომ გააფორმა მემორანდუმი 5G-ის მიმართულებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ შევუერთდით ე.წ. სუფთა ქსელების ინიციატივას, სადაც არის 60-მდე ქვეყანა გაერთიანებული. ეს არის ქვეყნები, ვისაც საერთო ღირებულებები და მისწრაფებები აქვს, რომლებიც მიისწრაფვიან, მაღალი ტექნოლოგიები იყოს დანერგილი, ის ტექნოლოგიები, რომლის სტანდარტები სრულ შესაბამისობაში არის ევროკავშირისა და ნატო-ს სტანდარტებთან. საქართველო, როგორც ქვეყანა მიისწრაფის ევროპისკენ და ნატოსკენ და ბუნებრივია, თანხვედრაში ვართ ჩვენი საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის პრიორიტეტებთან. ჩვენი ეკონომიკაც, ეს ეკონომიკური მიმართულებები უნდა იყოს სრულ შესაბამისობაში ჩვენს ქმედებებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დონე გვაქვს უმაღლეს ნიშნულზე. ჩვენი სურვილია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა იყოს იმ დონეზე აყვანილი, რა დონეზეც ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, პოლიტიკური მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წლების განმავლობაში, უშუალოდ წლევანდელი წელი, ისევე როგორც გასული წელი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგის მომტანი იქნება. საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება არის ეკონომიკური განზომილება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, როგორც გაფორმებული მემორანდუმის თვალსაზრისით, ისე ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით, გვქონდეს მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, აშშ - ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ქით ქრაჩის აზრით, 5G ქსელის უსაფრთხოება და „სუფთა ქსელის“ წევრობა „ღია სიგნალს უგზავნის ამერიკაში კერძო სექტორს“ და ასევე „სუფთა ქსელის“ წევრი ქვეყნების კომპანიებს. კრაჩის თქმით, შეერთებულ შტატებს ამ მიმართულებით დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობებიც აქვს, „განვითარების დაფინანსების კორპორაციის“ ფარგლებში. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოში აღნიშნული კორპორაციის ოფისის გახსნაც განიხილება.

ქრაჩის იდეას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრიც. მისი თქმით, "ბიზნესგეგმა" ზუსტი ტერმინია და საქართველოსა და აშშ - ის შორის თანამშრომლობის პროცესში ორი ქვეყნის საქმიანი წრეების უფრო მეტად გააქტიურებას ითვალისწინებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ბიზნესების თანამშრომლობის დრაივერი იქნება არა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ პროცესს ბიზნესებიც შეუერთდებიან და ისინი დაიწყებენ უფრო აქტიურ თანამშრომლობას," - განმარტა მინისტრმა თურნავამ.

ექსპერტების შეფასებით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისის საქართველოშ გახსნა საქართველო-აშშ ეკონომიკურ თანამშრომლობას ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ საქართველო ამერიკის მთავარი საინვესტიციო პრიორიტეტი გახხდება.

აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ინტერნეტპროვაიდერები Clean Network-ში საქართველოს გაწევრიანებას იწონებენ.

აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში ქით ქროქის შეფასებით, Clean Network-ის ინიციატივასთან საქართველოს მიერთება აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად.

მან ასევე დეტალურად განმარტა, რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს.

როგორია 5G ქსელების უსაფრთხოების მემორანდუმის პოლიტიკური და ეკონომიკური ეფექტი საქართველოსთვის, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system