თავში

აშშ-ში 1-ლი იანვრიდან მინიმალური ხელფასი გაიზარდა

აშშ-ში 1-ლი იანვრიდან მინიმალური ხელფასი გაიზარდა
აშშ-ში 1-ლი იანვრიდან მინიმალური ხელფასი გაიზარდა

აშშ-ის 20-ზე მეტ შტატში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან მინიმალური ხელფასი გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Wolters Kluwer ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგადად, 2022 წელს მინიმალური ხელფასის ზრდა 26 შტატში მოხდება.

გარდა ამისა, 2022 წელს მინიმალურ ხელფასს 56 ქალაქი და რაიონი გაზრდის. 

ყველაზე მეტად მინიმალური ანაზღაურება გაიზრდება დასავლეთ ჰოლივუდში, კალიფორნიაში, სასტუმროს მუშაკებისთვის - საათში 17,64 დოლარამდე, რაც ქვეყნის მასშტაბით რეკორდია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 2022 წლის მარტიდან მინიმალური ხელფასი საათში 15 დოლარამდე გაიზარდა კომპანიებისთვის, რომლებიც  ფედერალურ შეკვეთებს ასრულებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system