თავში

აშშ-ში 5G ინტერნეტის გაშვება გადადეს

აშშ-ში 5G ინტერნეტის გაშვება გადადეს
აშშ-ში 5G ინტერნეტის გაშვება გადადეს

ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანიები AT&T და Verizon  5G ქსელის ინტერნეტის გაშვების ხელახლა გადადებაზე შეთანხმდნენ. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას DW ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მისი გაშვება ავიაციისთვის პოტენციური რისკების გამო გადაიდო.

AT&T-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორკვირიანი დამატებითი გადადება აშშ-ს ტრანსპორტის მდივანმა, პიტ ბატეჯეჯმა მოითხოვა. ამავდროულად, კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ 5G სატელეკომუნიკაციო ქსელები საფრთხეს არ უქმნის საავიაციო უსაფრთხოებას. 

"დარწმუნებულნი ვართ, რომ შემდგომი თანამშრომლობა და ტექნიკური შეფასება შეამსუბუქებს ნებისმიერ შეშფოთებას", - ნათქვამია AT&T-ის განცხადებაში.

ქსელის გაშვება თავდაპირველად 2021 წლის 5 დეკემბერს  იყო დაგეგმილი, მაგრამ  თვითმფრინავების მწარმოებლების Airbus-ისა და Boeing-ის  შეშფოთების გამო, 5 იანვრამდე გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system