თავში

აშშ-ში ინფლაცია 39-წლიან მაქსიმუმზეა

აშშ-ში ინფლაცია 39-წლიან მაქსიმუმზეა
აშშ-ში ინფლაცია 39-წლიან მაქსიმუმზეა

დეკემბერში, შეერთებულ შტატებში ინფლაციამ 7% შეადგინა და 1982 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელი ნოემბერთან შედარებით 0,5%-ით არის გაზრდილი, რაც გამოწვეულია კორონავირუსის ეპიდემიითა და მრავალი ბიზნესის გაჩერებით.

განსაკუთრებით გაძვირდა მეორადი მანქანები, საცხოვრებელი და საკვები პროდუქტები. ბოლო წლებში მსუბუქი და სატვირთო მანქანების გაძვირება ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ავტომწარმოებლებს პრობლემები ექმნებათ ნაწილების, განსაკუთრებით აზიიდან შემოტანილი ჩიპების მოპოვებაში. 

ამრიგად, ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების ღირებულება წლის განმავლობაში (დეკემბრიდან დეკემბრის ჩათვლით)  37,3%-ით გაიზარდა, სურსათის 6,3%-ით, ტანსაცმლის 5,8%-ით.

ინფლაციაზე ასევე იმოქმედა ელექტროენერგიის გაძვირებამ და იჯარის ფასმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system