თავში

აშშ-ში ნავთობის მარაგი 4,6 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ში ნავთობის მარაგი 4,6 მლნ ბარელით შემცირდა
აშშ-ში ნავთობის მარაგი 4,6 მლნ ბარელით შემცირდა

შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგი გასულ კვირას 4,553 მილიონი ბარელით შემცირდა და 7 იანვრის მდგომარეობით 413,298 მილიონი ბარელი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავდროულად, Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები აშშ-ის ნავთობის მარაგების 1,85 მილიონი ბარელით შემცირებას ელოდნენ.

მარტის Brent-ის ნავთობის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ICE ბირჟაზე 1,46%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,94 აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system