თავში

აშშ-ში ნავთობის მოპოვება 20%-ით შემცირდა

აშშ-ში ნავთობის მოპოვება 20%-ით შემცირდა
აშშ-ში ნავთობის მოპოვება 20%-ით შემცირდა

აშშ-ში 20 მაისის მონაცემებით, მარტის თვესთან შედარებით, დავთობის მოპოვება დაახლოებით 20%-ით, შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

”Wood Mackenzie-ის საკონსულტაციო კომპანიის Genscape-ის განყოფილების , მონაცემების თანახმად, აშშ-ში ნავთობის მოპოვება 20 მაისის პერიოდისათვის 2,3 მილიონი ბარელით დაეცა. მარტის თვეში დღიურად 13,24 მილიონი ბარელი ნავთობი მოიპოვებოდა,” - წერს Financial Times.

ოთხშაბათს, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 15 მაისის კვირისთვის ნავთობის წარმოება 100 ათასი ბარელით, დღეში 11.5 მილიონ ბარელამდე შემცირდა. 2019 წელს აშშ-ში ნავთობის წარმოება დღეში საშუალოდ 12,23 მილიონ ბარელს შეადგენდა, 2020 წლის იანვარში - 12,75 მილიონ ბარელს, ხოლო თებერვალში - 12,83 მილიონ ბარელს. ამავე დროს, ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ნავთობის წარმოება 2020 წელს - 70 ათასი ბარელით, დღეში 11.69 მილიონ ბარელამე შემცირდება, ხოლო 2021 წელს - 130 ათასი ბარელით, დღეში 10,9 მილიონ ბარელამდე.

12 აპრილს საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე "OPEC+"-ის ქვეყნები შეთანხმდნენ ნავთობის წარმოების შემცირების შესახებ. ეს ითვალისწინებს კუმულაციურ შემცირებას მაისისა და ივნისის თვეში, დღეში 9.7 მილიონ ბარელამდე. შეთანხმების ფარგლებში, შემდგომი შეზღუდვების შემცირება იგეგმება ივლისისა და დეკემბერის თვეში, კერძოდ ამ პერიოდში ნავთობის მოპოვება დღეში 7.7 მილიონ ბარელამდე უნდა შემცირდეს. 2021 წლის იანვარში კი 5.8 მილიონ ბარელამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system