თავში

აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,14 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,14 მლნ ბარელით შემცირდა
აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,14 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,14 მილიონი ბარელით შემცირდა და  417,851 მლნ ბარელი შეადგინა. Report.ge-ის ცნობით, ამას შესახებ ინფორმაციას "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი" ავრცელებს.

ბენზინის მარაგები  10,13 მილიონი ბარელით გაიზარდა და  232,787 მლნ ბარელი შეადგინა.

დისტილატების მარაგები  4,42 მილიონი ბარელით გაიზარდა და 126,846 მლნ ბარელი შეადგინა.

ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში  200 ათასი ბარელით გაიზარდა და  11,8 მლნ ბარელი/დღე-ღამეში შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system