თავში

ასურეთი ტურისტულ ცენტრად ყალიბდება

ასურეთი ტურისტულ ცენტრად ყალიბდება
ასურეთი ტურისტულ ცენტრად ყალიბდება

"ასურეთში დავასრულეთ რამდენიმე პროექტი დანაწილობრივ დავუბრუნეთ ამ სოფელს ძველი იერ-სახე," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ადგილი,რომელიც ორი საუკუნის წინ გერმანელმაკოლონისტებმა დააარსესდაკომუნისტური მართველობის დროს იქ 23 ათასიგერმანელი ცხოვრობდა, შემდეგ კი,სამწუხაროდ,ისინი გადაასახლეს ყაზახეთში.ეს არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის პროექტები არის არა მხოლოდ ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენა, არამედ რეგიონული განვითარება. ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ და გავაგრძელებთ ზრუნვას იმისთვის, რომ ასურეთიტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდეს. გერმანიიდან ბევრი უკვე ჩამოდის, რათა ნახონ წინაპრების სახლები, საფლავები და გვინდა, რომ ამ ისტორიით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესოთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ასურეთში საბიუჯეტო დაფინანსებით, დასრულდა ცენტრალური,შვაბების უბნის რეაბილიტაცია, აღდგალუთერანული ეკლესია და სასაფლაოს ტერიტორია, სამ სახლს დაუბრუნდაისტორიული იერ-სახე,მოეწყოგარე განათება და მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგებისპრობლემის გადაჭრაზე მუშაობა კი უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ზოგადად, ურბანული განახლების ასეთი პროექტებით, ჩვენ ადგილობრივმოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ,რომ ფინანსური სარგებელი ნახონ. ათასი ადამიანი ცხოვრობს დღეს ასურეთში და მათ უკვე აქვთ საშუალება იფიქრონ ტურისტული მიმართულების განვითარებაზე. რა თქმა უნდა,მთავრობა, ტურიზმის ადმინისტრაცია, გერმანიის ხელისუფლებასთან ერთად,დავეხმარებით მათ იმაში,რომ ეს დასახლება გახდეს გერმანელი ტურისტების და არა მარტო მათი მარშრუტის ნაწილი. ამასთან ერთად,პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში არსებობსშესაძლებლობა ისარგებლონსუბსიდირების პაკეტით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გაარემონტონ თავისი სახლები, მოაწყონ ე. წ. გესთ ჰაუსები,“- თქვა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების, მათ შორის, ასურეთის გამართული წყალმომარაგებისთვის რამდენიმე პროექტია დაგეგმილი

თეთრიწყაროს რაიონის 9 სოფლის - წინწყაროს, გოლთეთის, ხაიშის, ქოსალარის, დიდი და პატარა დურნუკის, ასევე ქოთიშის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის შედეგად, 3000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის დაკვეთით 8,4 მილიონი ლარით დაფინანსდება, ითვალისწინებს მდინარე ალგეთის წყლის ამოტუმბვას, გაფილტვრას, ახალი რეზერვუარის და მაგისტრალური ქსელის მოწყობას, ასევე შიდა ქსელის მოწყობას და 650 აბონენტის გამრიცხველიანებას.

ტენდერი გამოცხადდება ასურეთის წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციის პროექტის მოსამზადებლად და დაგეგმილია საფილტრე და დაზიანებული მილების შეცვლა.

ინტენსიური სამუშაო მიმდინარეობს სოფლების ბოგვისა და ჯორჯიაშვილის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 2 მილიონ 400 ატას ლარზე მეტია.

წყალმომარაგება გაუმჯობესდება ასევე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მაწევანში, ჩხიკვთაში, ფარცხისში, აბელიანში, ქსოვრეთსა და ხოპისში.

თეთრიწყაროს რაიონის სოფლებთან ერთად, წყალმომარაგების კომპანია, ქვემო ქართლის რეგიონში, ამ დროისთვის, ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების I ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და ქალაქ მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების გარე ქსელების მოწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system