თავში

"ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში დაექსპორტება

"ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში დაექსპორტება
ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში დაექსპორტება

“თიბისის” მხარდაჭერით კომპანია „ატენის ვენახებმა" ვენახების მოვლისთვის საჭირო ტექნიკა შეიძინა. მომავალ წელს ღვინის ჩამოსხმას ბრენდირებულად შეძლებენ და აპირებენ, რომ „ატენის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაიტანონ.

„აგროტურიზმისადმი ინტერესი იზრდება, ჩვენც გვინდა ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. აქ ჩამოსულ სტუმარს შევთავაზებთ ყველაფრის ნახვას - დაწყებული ყურძნის დაკრეფიდან და დამთავრებული ღვინის დაგემოვნებით. ჩვენ სტუმრებს საშუალებას მივცემთ, თვითონ მიიღონ მონაწილეობენ ამ პროცესში“, - ამბობს „ატენის ვენახების“ დირექტორი გიორგი გორისეველი.

კომპანიამ „ატენის ვენახები“ ვენახები სოფელ ატენში 4 წლის წინ გააშენა, ხოლო სასტუმროს მშენებლობას მომავალი წლიდან გეგმავს.

„ატენის ვენახების“ საკუთრებაში 12 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, მათ შორის, ჩინებული (იგივე ჩინური), გორული მწვანე, შავკაპიტო, ბუდეშური, საფერავი და თავკვერი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system