თავში

ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს

ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამუშ
ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ატმის მიმღებ- გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს და ფერმერებს შეხვდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ, მინისტრის პირველმა მოადგილემ შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ატმის მოსავლის აღების, დაბინავებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაოებს გაეცნო.

კახეთის რეგიონში, მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად, კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი იმყოფებოდნენ.

„ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლი გამართულად ფუნქციონირებს - გვაქვს თანამედროვე ატმის ბაღები, მაღალი სტანდარტის გადამმუშავებელი საწარმოები, თანამედროვე სამაცივრე სისტემა; თუ გასულ წელს 23 სამაცივრე მერნეობა იყო ჩართული ატმის მოსავლის დაბინავების პროცესში, წელს უკვე 36 მუშაობს”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა. კახეთის მხარის რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, რეგიონში ყველა პირობაა შექმნილი ატმის რთველის წარმატებით ჩატარებისთვის. ატმის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთელი სეზონის განმავლობაში, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის, ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებასა და გაცემას „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system