თავში

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებია

​ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებია
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებია

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განსახილველად საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს გააცნეს კანონპროექტი, რომელიც ეხება საწარმოების მიერ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების თვითმონიტორინგის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს გაფრქვევების უწყვეტი მონიტორინგის სისტემის დანერგვას და შესაბამის აღსრულების მექანიზმებს; 

შეხვედრაზე ასევე განიხილეს იმ საქმიანობებისა და ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებზეც გავრცელდება ახალი მოთხოვნები. 

ზემოხსენებული ცვლილებების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის 1 ივნისიდან იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system