თავში

ატყუებს თუ არა ყაზახური მხარე საქართველოს მთავრობას ბათუმის პორტში - Exclusive

ატყუებს თუ არა ყაზახური მხარე საქართველოს მთავრობას ბათუმის პორტში
ატყუებს თუ არა ყაზახური მხარე საქართველოს მთავრობას ბათუმის პორტში - Exclusive

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ყაზახური კომპანია JSC KazTransOil-ი, რომელსაც ბათუმის პორტი 49 წლის ვადით აქვს შესყიდული, ვალდებულებას არ ასრულებს და ხელშეკრულებას არღვევს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, ყაზახური მხარე ყოველწლიურად ბათუმის ნავსადგურში 5 მლნ ტონა ნავთობის და ნავთობროდუქტების მოზიდვის ვალდებულებას იღებდა, რასაც კომპანია 2014 წლიდან ვერ ახერხებს.

ცაგარეიშვილისთვის კითხვებს აჩენს ის ფაქტი, რომ ყაზახეთი საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ ნავთოპროდუქტებს არა ბათუმის ნავსადგურის, არამედ რუსეთის მიმართულებით, ტამანის ნავსადგურში აგზავნის. ამის დამტკიცებას კი სპეციალისტი კონკრეტული ციფრებით ცდილობს.

"მაგალითისათვის ყაზახეთის ვაკუმური აირის მოცულობა, ბათუმის ნავსადგურში - 2017 წელს - 762 ათ ტონას შეადგენდა, 2018 წელს - 240.4 ათ. ტონა, 2019 წელს - 0," - ამბობს ცაგარეშვილი და დასძენს, რომ ბათუმის ნავსადგურში 2019 წელს დაინიშნა ოთხი დირექტორი: მეირამხან ადილხანოვი - გენერალური დირექტორი, ერკებულან მეირემპეკოვი - მმართველი დირექტორი საწარმოო დარგში; ტიმურ იერგალიევი - მმართველი დირექტორი საწარმოო დარგში; სულთან კასიმოვი - მმართველი დირექტორი ეკონომიკის და ფინანსების დარგში. სპეციალისტის თქმით, მენეჯმენტის გაძლიერების მიუხედავად, 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ნავსადგურში მშრალი ტვირთების გადამუშავების ყველაზე დაბალი (0.7 მლნ ტონა) მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბათუმის ნავსადგურმა ამ პერიოდში 0.9 მლნ ტონა ნავთობის და ნავთოპროდუქტების გაატარა.

სპეციალისტი ხელისუფლებას მოუწოდებს ხელშეკრულების რევიზიისკენ.

"სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, დადებული ხელშეკრულების რევიზია," - ამბობს ცაგარეიშვილი.

ცაგარეიშვილის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 2008 წლიდან დღემდე ინვესტიციის სახით მოზიდულია მხოლოდ 48 მლნ აშშ დოლარი;

შეგახსენებთ, 2008 წელს ბათუმის ნავსადგური 49 წლის ვადით შეისყიდა ყაზახეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია JSC NC KazMunaiGaz -ის შვილობილმა კომპანია JSC KazTransOil - მა.


ბათუმის ნავსადგურის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ბექა გოგიბერიძე კი განმარტავს, რომ ყაზახურ მხარეს ხელშეკრულება არ დაურღვევია. მისი განმარტებით, ბათუმის ნავსადგურს სახელმწიფოს მიმართ აქვს ვალდებულება არა მხოლოდ ნავთობის და ნავთობპროდუქტების მოცულობების შესრულების კუთხით, არამედ მთლიანად. 2019 წელს ბათუმის პორტმა გადაამუშავა: მშრალი ტვირთი 0,7 მლნ.ტონა, ნავთობი -0,9 მლნ. ტონა, ბორანი -0,8 მლნ. ტონა, და კონტეინერები - 3,5 მლნ. ტონა, აქედან გამომდინარე ჯამში ნავსადგურმა გადაამუშავა - 5,9 მლნ.ტონა, რაც ნიშნავს რომ ვალდებულებები სრულდება. 

"რაც შეეხება ახალი ხელმძღვანელობის ცვლილებას, სწორად, რომ განპირობებული იყო იმით, რომ ტვირთები მოგვეზიდა ახალი მიმართულებებით და 2020 წელს უკვე დაგეგმილია 1,2 მლ. ტონა მშრალი ტვირთის მოზიდვა, ასევე იზრდება საკონტეინერო ნაკადი და გაფართოვდა საკონტეინერო ტეერმინალი 200 ათ.TEU- მდე, ბორანი მუშაობს ინტენსიურად... მე არ ვიცი რას რას ემსახურება შენი უარყოფით კონტექსტში სიტუაციის დახატვა, მაგრამ გირჩევ დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ... მითუმეტეს რომ შესაძლებლობა გაქვს კითხვის დასმის , თუ რამე გაინტერესებს... უნდა იყო ობიექტური... ტვირთების გადაზიდვა ცოცხალი პროცესია და წლიდანწლამდე იცვლება მიმათულებები და ნომენკლატურა აქ საუბარია იმაზე რომ ჯამური რაოდენობა ვალდებულების კუთხით სრულდება," - განმარტავს ბექა გოგიბერიძე.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system