თავში

"აწარმოე საქართველომ“ 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

"აწარმოე საქართველომ“ 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა
აწარმოე საქართველომ“ 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა

„ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კაპიტალური ხარჯების, სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების ნაწილში - ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის 8%“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. ნათია თურნავა სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპულმა საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.

ნათია თურნავამ საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის პასუხად სახელმწიფო პროგრამების რამდენიმე წარმატებული მაგალითი მოიყვანა, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“.

„მე ამაყი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა - ბიუჯეტიდან ისეთი ეფექტური პროგრამები ფინანსდებოდა და ფინანსდება, როგორიცაა, მაგალითად, „აწარმოე საქართველოში,“ რომელიც 2014 წლიდან არსებობს - დღესაც, კოვიდის დროს ანტიკრიზისული პოლიტიკის ერთ-ერთ ბერკეტად იქცა, 600-ზე მეტი ქართული საწარმო, მცირე და საშუალო სასტუმროა დღემდე დაფინანსებული,“ - გამაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, 6000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები, უკვე ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება, საბრუნავი სახსრები შეივსონ, არ დააწვეს მათ საბანკო სესხების სიმძიმე და ხელფასები გაისტუმრონ. 

„პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 34 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი - ჩვენი თითოეული პროგრამის ეფექტურობა იზომება სამუშაო ადგილებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ასევე ძალიან ეფექტური რამდენიმე პროგრამა ხორცილედება, მათ შორის გაზიფიკაციის 3-წლიანი პროგრამა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის გაზიფიკაციის დონე 90%-ზე ადის.

„400-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, სადაც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, არასოდეს ყოფილა გაზი, ჩვენ შეგვყავს ბუნებრივი აირი. ეს არის პროგრამები, რომლებიც ემსახურება 2200 კმ რეაბილიტირებულ გზას, ჩვენს მიერ გაყვანილი 267 კმ. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალი, 218 ახალი 291 რეაბილიტირებული ხიდი და ა.შ.“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system