თავში

რას მოუტანს საქართველოს "აწარმოე საქართველოს" "WTPO 2020-ზე გამარჯვება

"აწარმოე საქართველოს" "​WTPO 2020-ზე გამარჯვება
რას მოუტანს საქართველოს აწარმოე საქართველოს WTPO 2020-ზე გამარჯვება

"WTPO 2020-ზე მოპოვებული გამარჯვება ჩვენი ექსპორტის გუნდის ეფექტური შრომის შედეგია და სააგენტოს ეს უპრეცედენტო წარმატება აუცილებლად დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაზე," - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ World Trade Promotions (WTPO) Awards 2020-ზე საუკეთესო ექსპორტის მხარდამჭერ სააგენტოდ დასახელდა. 

14 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე, საქართველოსთან ერთად ჯილდოები შვედეთსა და კოსტა რიკასაც გადაეცათ.

წლევანდელი ცერემონიის მთავარი ფოკუსი იყო ექსპორტის განვითარების კუთხით შემუშავებულ ინიციატივებზე. „აწარმოე საქართველოში“ კი ერთ-ერთი იყო 18 ფინალისტ სააგენტოს შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ავსტრია, ჰოლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია და შვედეთი.

“WTPO-ს ჯილდო და საუკეთესოს სტატუსი სააგენტოსთვის ერთდოულად ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლოა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა აღიარება, როცა ახალგაზდრა ორგანიზაცია ხარ და კონკურენციაში შედიხარ ისეთი ქვეყნების სააგენტოებთან, როგორიცაა პორტუგალია, ჩინეთი, ბრაზილია და.ა.შ. გვჯერა, რომ ეს წარმატება სხვა არაერთი წარმატების დასაბამი იქნება, რაც საბოლოო ჯამში ეფექტურ ზეგავლენას იქონიებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე, ექსპორტის სტიმულირებასა და საერთაშორისო გაყიდვებზე“, - განაცხადა სააგენტოს აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკა მამუკელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system