თავში

აუდიტი: პენდემიის რისკები აჭარის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არ არის აღწერილი

აუდიტი: რისკები აჭარის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არ არის აღწერილი
აუდიტი: პენდემიის რისკები აჭარის ბიუჯეტის პროექტში სათანადოდ არ არის აღწერილი

აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში „სათანადოდ არ არის გაანალიზებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების გამო არსებული რისკების მატერიალიზაციის მაღალი ალბათობა“. ამის შესახებ სახელმწიფოს აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაფინანსება 2021 წლისთვის შემცირებულია 15 855 000 ლარით.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ორგანიზება გაეწევა საკარანტინე ზონების მოწყობას, რაც გულისხმობს საქართველოში ჩამოსული მგზავრების სასტუმრო მომსახურებას, კვებას, დეზინფექციას, ტრანპორტით მომსახურებას საბაჟო-გამშვები პუნქტიდან სპეციალურ საკარანტინე ზონამდე და კარანტინის დასრულების შემდეგ სახოვრებელ ადგილამდე, ასევე სხვა საქონლის/მომსახურებების შესყიდვას, რომელიც აუცილებელი იქნება საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად და კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვი“, - ნათქვამია აჭარის ა/რ-ის მთავრობის მიერ წარდგენილ პროგრამაში. 

ამ პროგრამისთვის 2021 წლის ბიუჯეტში1 445 000 ლარია გათვალისწინებული. იგივე დანიშნულებით გასულ წელს 17 300 000 ლარი იყო გამოყოფილი.

"საკითხი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზების გათვალისწინებით, საფუძვლიან დასაბუთებას საჭიროებს“ – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system