თავში

აუნაზღაურებენ თუ არა კლინიკებს ელექტროენერგიის ხარჯს ჯერაც უცნობია

აუნაზღაურებენ თუ არა კლინიკებს ელექტროენერგიის ხარჯს ჯერაც უცნობია
აუნაზღაურებენ თუ არა კლინიკებს ელექტროენერგიის ხარჯს ჯერაც უცნობია

ენერგოომბუდსმენი კლინიკებისთვის ელექტროენერგიის ხარჯის სუბსიდიას სარისკოდ მიიჩნევს.

სალომე ვარდიაშვილის განმარტებით, კლინიკების უდიდესი უმრავლესობა კერძო სამართლის იურიდიულ პირია და ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება რისკი შეუქმნა ბიუჯეტს. ენერგოომბუდსმენი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე საფინანსო-საბიუჯეტო რისკებია გასათვლელი. 

შეგახსენებთ, კლინიკები ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებას ითხოვენ. მათ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური წერილით მიმართეს. ამ საკითთან დაკავშირებით სექტორი მინისტრ ტიკარაძესაც შეხვდნენ. 

სამედიცინო დაწესებულებებს 2 მოთხოვნა აქვთ: პირველი - ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირება, მეორე  - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გადახედვა და  ინდექსაცია.

ამ საკითხებზე სამუშაოდ შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, თუმცა, ორკვირიანი ლოდინის მიეხედავად, კლინიკებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ამ დრომდე არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system