თავში

აუცილებლად შეიქმნება მწვანე ზონა - შოთა ბურჯანაძე

​აუცილებლად შეიქმნება მწვანე ზონა - შოთა ბურჯანაძე
აუცილებლად შეიქმნება მწვანე ზონა - შოთა ბურჯანაძე

ყოველ მიზეზგარეშე აუცილებლად შეიქმნება მწვანე ზონა, მიუხედავად იმისა, ვინმეს უნდა თუ არ უნდა ეს, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები უნდა მიეჩვიონ, რომ იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

„დღესდღეობით საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია შეიქმნას ის პირობები, სადაც ადამიანებმა, რომლებიც არიან აცრილები, უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გარკვეული აპლიკაცია, სადაც შეიძლება დაფიქსირდეს ამა თუ იმ პიროვნების მდგომარეობა, არის თუ არა ის მწვანე ზონისთვის უსაფრთხო.

მწვანე ზონის უსაფრთხოება მოიცავს: თუ ადამიანი არის 2-ჯერ აცრილი, თუ პიროვნებას გადატანილი აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდი, თუ 72 საათის განმავლობაში აქვს პისიარ ტესტი ჩატარებული და, ასევე, 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული. ეს ყველაფერი არის ბაზაში ასახული.

თუ ჩვენ გვექნება მწვანე ზონა და ადამიანი აკმაყოფილებს ამ პირობებს, თავისუფლად შეუძლია ამ ზონაში შესვლა და იმ მომსახურების მიღება რა მომსახურებაც სურს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა აღნიშნა, კოვიდპასპორტების შემოღება გარდაუვალია და მწვანე ზონა აუცილებლად შეიქმნება.

„თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა სწრაფად, ჩვენ, როგორც აქამდე ვბრუნავთ ერთ წრეზე, ისე გავაგრძელებთ ამ წრეზე ბრუნვას. ყოველ 2 თვეში გვექნება საშიშროება - ლოკდაუნის, დაკეტვის და შეზღუდვების დაწესების. იმ ცხოვრებას, სადაც კოვიდვითარებამდე ვცხოვრობდით ,ვერ დავუბრუნდებით.

დაახლოებით 10 წლის შემდეგ მსოფლიო გადაიტანს ამ ვირუსს, მაგრამ ჩვენ ვიქნებით დაახლოებით 50 წლით უკან იმ ვითარებაში, რა ვითარებიდან ამოსვლა ურთულესი იქნება. ჩვენ ვართ დღეს ომში. ამ ომში, რომელსაც უჩინარი მტერი გვყავს და ვებრძვით, თუ თითოეული ადამიანი არ შეიარაღდა, როგორც ჯარისკაცი, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ზარალით და პრობლემით გამოვალთ ამ ვითარებიდან", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, არსებობს სეგმენტის დიდი ნაწილი, რომელიც ვერ ოპერირებს, დიდი რესტორნები საბანკეტო დარბაზები. კოვიდპასპორტებით კი დარბაზებს და დიდ რესტორნებს ოპერირების საშუალებას მისცემს.

"კოვიდპასპორტების შემოღება ნიშნავს ადამიანებისთვის უსაფრთხო ზონის შექმნას. გადაადგილება ამ შემთხვევაში არის უსაფრთხო, რათა არ დაინფიცირდეთ ან არ იყოთ გამავრცელებლები.

ყოველ მიზეზგარეშე აუცილებლად შეიქმნება მწვანე ზონა, მიუხედავად იმისა, ვინმეს უნდა თუ არ უნდა ეს, ასევე, სავალდებულო გახდება გარკვეული სეგმენტისთვის აცრა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system