თავში

ავარიებით მიღებული ზარალი მშპ-ს 4%-ს უტოლდება

ავარიებით მიღებული ზარალი მშპ-ს 4%-ს უტოლდება
ავარიებით მიღებული ზარალი  მშპ-ს 4%-ს უტოლდება

ორგანიზაცია ,,პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე  გელა კვაშილავა report.ge-თან ქვეყნის ეკონომიკაზე საგზაო უსაფრთხოების გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გამოწვეული ზარალის მოცულობას მშპ-ს 4% უჭირავს.

,,საგზაო უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებს. ეკონომიკური კუთხით, საგზაო შემთხვევებისგან ზარალი  ქვეყნის მშპ-ს 4%-ია, რაც დიდი დანაკარგია. ეკონომიკა ვითარდება და თუკი საგზაო შემთხვევებისგან მიყენებულ ზარალს არ შევამცირებთ, ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის. ყველაზე მეტი ნეგატიური ეფექტი აქვს ტურიზმზე, სოფლის მეურნეობასა და იმ ოჯახების შემოსავლებზე, რომლის წევრიც ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლია. საგზაო შემთხვევების გამო უამრავი ოჯახი ღარიბდება, ბიუჯეტი კარგავს შემოსავალს და ჯანდაცვის სექტორის ხარჯიც მატულობს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის დიდი დანაკარგია", - ამბობს კვაშილავა.

ამის შესახებ მან „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების პროექტის შეფასებისას განაცხადა და დასძინა, რომ კანონპროექტი, გარდა იმისა, რომ  ხელს შეუწყობს არსებულ მონაკვეთებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას, ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენასაც მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ცნობისთვის, საქართველოს საქართველოს საავტომობილო გზებზე ე. წ. შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა იწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system