თავში

ავიაბაზარზე მგზავრთნაკადის რაოდენობის მიხედვით Wizz Air ლიდერობს

ავიაბაზარზე მგზავრთნაკადის რაოდენობის მიხედვით Wizz Air ლიდერობს
ავიაბაზარზე მგზავრთნაკადის რაოდენობის მიხედვით Wizz Air ლიდერობს

2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ “Wizz Air” ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15%-იან წილს ფლობს.

11%-იანი წილობრივი მაჩვენებლებით მეორე და მესამე ადგილზე “Turkish Airlines”-ი და “Georgian Airways”-ი იმყოფებიან.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%;

ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 5%

ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;

ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი 4%;

ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი 4%;

ავიაკომპანია Pegasus – 135 494 მგზავრი 3%;

ავიაკომპანია Air Arabia – 107 535 მგზავრი 3%;

ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი 3%

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები (488 317 მგზავრი) და 88% უცხოური ავიაკომპანიები (3 569 002 მგზავრი). რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად 2019 წლის ცხრა თვეში გადაყვანილია 4 057 319 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები სულ 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.

2019 წლის 6 თვის, ასევე ავიაკომპანიების გასული წლების წილობრივი თანაფარდობის შესახებ ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system