თავში

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ჩარტერულ
ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია Armenia ერევანსა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ამის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

"სომხური ავიაკომპანია Armenia ერევნიდან ბათუმის მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. პირველი რეისი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ავიაგადამზიდველმა გუშინ განახორციელა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეისები ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით 22 ივნისამდე კვირაში 1 სიხშირით შესრულდება, ხოლო 22 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, ფრენები კვირაში 2 სიხშირით (ორივე რეისი სამშაბათს) განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 11 ივნისს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის განცხადებაში.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system