თავში

ავიაკომპანიები ავღანეთის საჰაერო სივრცის თავიდან ასაცილებლად მარშრუტებს ცვლიან

​ავიაკომპანიები ავღანეთის საჰაერო სივრცის თავიდან ასაცილებლად
ავიაკომპანიები ავღანეთის საჰაერო სივრცის თავიდან ასაცილებლად მარშრუტებს ცვლიან

მსხვილი ავიაკომპანიები ავღანეთის საჰაერო სივრცის თავიდან აცილებას ცდილობენ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ქაბული დაიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ასეთი კომპანიები რიცხვშია United Airlines (UAL.O), British Airways და Virgin Atlantic.

ორშაბათს დილით, რეისების უმეტესობამ მარშრუტი შეცვალა და პაკისტანისა და ირანის თავზე არსებული საჰაერო სივრცე აირჩია. 

ცნობისთვის, რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა და ტაჯიკეთში გაემგზავრა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system