თავში

ავიაკომპანიებს საქართველოში შეზღუდვების გარეშე სასურველი სიხშირით ფრენა შეუძლიათ

ავიაკომპანიებს საქართველოში შეზღუდვების გარეშე სასურველი
ავიაკომპანიებს საქართველოში შეზღუდვების გარეშე სასურველი სიხშირით ფრენა შეუძლიათ

"პარტნიორ ავიაკომპანიებს უკვე ყველანაირი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ სასურველი სიხშირით იფრინონ და ამავდროულად, ჩვენ ქვეყანაში უკვე 37 ქვეყნის მოქალაქეს, PCR-ტესტის რეჟიმით ან ჩატარებული ორი დოზა ვაქცინაციით, უკვე შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მას შემდეგ, რაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა.

„უმნიშვნელოვანესია ის ფაქტიც, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა სასწავლო ოთახებში განახლდა და ამასთანავე, აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტი. მისასალმებელია, რომ უკვე გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, კვების ობიექტებს ღია სივრცეში მიეცათ შესაძლებლობა უმასპინძლონ სტუმრებს. უკვე ვხედავთ ტურიზმის ინდუსტრიის პირველ, საწყის ნაბიჯებს აღდგენის კუთხით. პარტნიორ ავიაკომპანიებს უკვე ყველანაირი შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ სასურველი სიხშირით იფრინონ და ამავდროულად, ჩვენ ქვეყანაში უკვე 37 ქვეყნის მოქალაქეს, PCR-ტესტის რეჟიმით ან ჩატარებული ორი დოზა ვაქცინაციით, უკვე შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა. ეს ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა“ - ამბობს ქვრივიშვილი.

რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი იხილეთ ამ ბმულზე. განრიგი განახლებადია და იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში.

საქართველო და კორეა საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმდნენ.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 38 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია.

ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, კატარის და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებთან ერთად, თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება თურქეთის მოქალაქე და რეზიდენტი არავაქცინირებული ვიზიტორებისთვისაც. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system