თავში

ავიალაინერ Ryanair-ის გეგმები და შეზღუდვები მგზავრებისთვის

ავიალაინერ Ryanair-ის გეგმები და შეზღუდვები მგზავრებისთვის
ავიალაინერ Ryanair-ის გეგმები და შეზღუდვები მგზავრებისთვის

ავიალაინერ Ryanair პირველი ივლისიდან ფრენების 40%-ს აღადგენს. მას შემდეგ რაც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ავიალაინერი ყოველდღიურად 1000 ფრენას განახორციელებს, რაც პანდემიანდელ მარშრუტებს, თითქმის მთლიანად მოიცავს.

მართალია ფრენების განახლება შესაძლებელი ხდება, თუმცა მგზავრობა გარკვეულ შეზღუდვებთან მაინც იქნება დაკავშირებული. Ryanair-ის მგზავრებმა საპირფარეშოს მოხმარებისთვის თვითფრინავის პერსონალს უნდა თხოვონ. ასევე ისინი ვალდებულნი არიან პირბადე ატარონ და ფულადი ტრანზაქციები ელექტრონულად განახორციელონ. Ryanair მომხმარებელს თხოვს ბარგის შედარებით მცირე რაოდენობით მგზავრობას და ბილეთების სმარტფონებში გადმოტვირთვას. 

 მას შემდეგ რაც მარტში შეზღუდვები დაწესდა, Ryanair-ი ყოველდღიურად მხოლოდ 30 ფრენას ახორციელებდა ირლანდიას, ბრიტანეთსა და ევროპას შორის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system