თავში

ავიასექტორი ხელისუფლებისგან დახმარებას ელის

ავიასექტორი ხელისუფლებისგან დახმარებას ელის
ავიასექტორი ხელისუფლებისგან დახმარებას ელის

ქართული ავიკომპანია Georgian Airways-ი ხელისუფლებისგან დახმარებას ელის. კომპანიის გენერალური დირექტორი მოითხოვს ასევე, მთავრობის წევრებისგან და საავიაციო სექტორის მოთამაშეებისგან სპეციალური ჯგუფი დაკომპლექტდეს, რომელიც ავიაციის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას შეიმუშავებს. სტრატეგიულ გეგმაში, რომან ბოკერიას თქმით, კერძო სექტორი და მთავრობა უნდა შეთანხმდნენ კონკრეტული თამაშის წესებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ვის, რა როლი ექნება და როგორ მიიღებენ მონაწილეობას ქვეყნისათვის სტრატეგიული დარგის, ავიასექტორის, განვითარებაში.

პირველი, რასაც ავიაკომპანია მთავრობისგან ითხოვს, ავიაბაზარზე სამართლიანი და კონკურენტული გარემოა. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ამბობს, რომ მთავრობამ არ უნდა შემოიყვანოს და არ უნდა დააფინანსოს "ლოუქოსტერები". მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ეროვნულ ავიაკომპანიებს არსებული ვალის რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება, საუბარია როგორც საგადასახადო, ასევე საქაერონავიგაციისთვის გადასახდელ დავალიანებაზე. ბოკერია ამტკიცებს, რომ, განვითარებული სახელმწიფოების მსგავსად, მთავრობა ეროვნულ ავიაკომპანიებს ფინანსურად უნდა დაეხმაროს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ამბობს, რომ ავიაკომპანია მზადაა რეგულარული ავიამიმოსვლა ისეთ მიმართულებებზე დაიწყონ როგორებიცაა: პარიზი, ვენა, ბერლინი და ამსტერდამი, თუმცა, რა სიხშირით, ეს მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება ავიაბილეთების ფასებს, ბოკერია ამბობს, რომ ავიაკომპანია საფასო პოლიტიკას არ ცვლის.

შეგახსენებთ, 1 თებერვლიდან საქართველოს ცა რეგულარული ავიამიმოსვლისთვის იხსნება. თუმცა, რა პირობებით, ამ დრომდე ცნობილი არ არის. საკოორდინაციო საბჭო, ახლა მსჯელობს და აყალიბებს იმ წესებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლისა და გასვლისთვის იქნება საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system