თავში

ავიაციის სფეროს პერსპექტივა წელსაც ნაკლებად საიმედოა

ავიაციის სფეროს პერსპექტივა წელსაც ნაკლებად საიმედოა
ავიაციის სფეროს პერსპექტივა წელსაც ნაკლებად საიმედოა

ავიაექსპერტი იასე ზაუტაშვილი ფიქრობს, რომ როგორი ზომებიც არ უნდა იქნას მიღებული, საეჭვოა, წელს ავიაციის სექტორი ფეხზე დადგეს. მისი თქმით, 2022 წლის ბოლომდე შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს, ხოლო 2024 წლისთვის დარგმა ეპიდემიამდელი მდგომარეობა დაიბრუნოს. როგორც ზაუტაშვილი აღნიშნავს, ის, რომ საქართველო შეზღუდვებს ხსნის ფა ფრენები აქტიურდება, შედეგს რეალურად ვერ მოიტანს, თუკი სხვა ქვეყნები შემხვედრ ნაბიჯებს არ გადადგამენ.

გარდა ამისა, როგორც ავიაექსპერტი აღნიშნავს, ,,ავიაციის პერსპექტივა მთლიანად ვაქცინაციაზე არის დამოკიდებული, თუკი ეს პროცესი დროულად არ დაიწყო, შანსი არ გვექნება, რომ აქტიურად დაიწყოს მგზავრების მომსახურება. 

,,საქართველოს მხრიდან შეზღუდვების მოხსნა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს იმას, რომ მიმღები ქვეყნების მხრიდანაც ანალოგიური ნაბიჯები გადაიდგმევა. ქვეყნების დიდი ნაწილს ჯერ კიდევ არ მოუხსნია შეზღუდვა და რამდენიმეა, რომელიც ბინადრობის მქონე პირების გარდა, სხვა ქვეყნების მოქალაქეებს არ უშვებს საკუთარ ტერიტორიაზე. პრობლემაა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბევრი ქვეყანაა არ იღებს მგზავრებს, რომლებსაც ასეთი ტესტი გავლილი აქვთ. 4-5 საათიან ,,პისიარ" ტესტებს ითხოვენ, რაც წარმოუდგენელია, ამიტომ სწრაფად უნდა მოხდეს ვაქცინაცია, რის გარეშეც მგზავრების ზრდა წარმოუდგენელია. თუმცა მთავრობის პოზიცია, რომ დაეხმაროს დარგს და გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია. ეტაპობრივად განახლდება ფრენები, ჩარტერული რეისები სხვადასხვა მიმართულებით და მიეცემა რეგულარული სახე, რომ ადამიანებმა შეძლონ ფრენების დაგეგმვა, დაჯავშნონ ბილეთები. ავიაციისთვის ახლა გამოღვიძების პერიოდია და პირველად ეძლევა კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა. სავაერაუდოდ, წლის ბოლომდე მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას არ ველით, მომავალ წელს უფრო მეტად შევძლებთ კრიზისთან გამკლავებას, მეტი რესურსი გვექნება, ხოლო 2024 წელი, სავარაუდოდ, ის პერიოდია, რომ როცა დარგი დაკარგულ პოზიციებს აღიდგენს", - ამბობს ზაუტაშვილი report.ge-თან.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, ინფორმაციით, ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება. საქართველო ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადს სულ მალე მიიღებს. 19, 22 და 26 მარტს ისრაელის ავიაკომპანია სამ ტურისტულ, ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system