
ავსტრალიის მოსახლეობას, შესაძლოა, COVID-19-ზე ვაქცინაციის სანაცვლოდ ბიტკოინები შესთავაზონ.
თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვაქცინირებულები მხოლოდ 5 აშშ დოლარის ეკვივალენტს მიიღებენ კრიპტოვალუტაში, რაც დღევანდელი კურსით 0.0001 ბიტკოინს შეადგენს.
აღნიშნული ინიციატივა პლატფორმა Finder-iის ხელმძღვანელს ეკუთვნის. მისმა თანადამფუძნებელმა, ფრედ შებესტამ, რომლის ქონება 214 მილიონ დოლარად არის შეფასებული, აღნიშნა, რომ სურს, ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას რაც შეიძლება მალე დაუბრუნოს.
ცნობისთვის, დღეს ავსტრალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელი გახდა.
Worldometer-ის ცნობით, ავსტრალიაში კორონავირუსის 44 034 შემთხვევაა დადასტურებული, 981 ადამიანი გარდაიცვალა.