თავში

ავტოდილერები ჯარიმების ჩამოწერას და განბაჟების ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ

ავტოდილერები ჯარიმების ჩამოწერას და განბაჟების ვადის
ავტოდილერები ჯარიმების ჩამოწერას და განბაჟების ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ

ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში იკლებს. საქართველოში ავტოწარმოება არ ხდება და ქვეყანაში ავტომობილების რეექსპორტზე მუშაობს. ქართველი ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, ავტომობილების იმპორტი აზრს თანდათან კარგავს, რადგან ეპიდემიურ პერიოდში როგორც იმპორტი, ასევე ადგილზე გაყიდვებიც მინიმუმამდე შემცირდა. დილერების უმეტესობა გაკოტრებულია და უკვე ალტერნატიული საქმიანობის წამოსაწყებად ეძებს გზებს, რათა თავი გადაირჩინონ. მათი თქმით, გლობალურ ბაზრებზე ფასები 30-40%-ით არის გაზრდილი, რის გამოც საქართველოში ავტოიმპორტი უკვე ღრმა კრიზისში შედის.

ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, ავტომობილების იმპორტი აზრს თანდათან კარგავს, რადგან ეპიდემიურ პერიოდში როგორც იმპორტი, ასევე ადგილზე გაყიდვებიც მაღალ დონეზე შემცირდა. როგორც აღმოჩნდა, დილერების უმეტესობა გაკოტრებულია და უკვე ალტერნატიული საქმიანობის წამოსაწყებად ეძებს გზებს, რათა თავი გადაირჩინონ. 

დილერები report.ge-სთან საუბრისას განბაჟების წესების დარღვევის გამო ჯარიმების ჩამოწერას და 2020 წლის მაისამდე შემოყვანილ ავტომობილებზე განბაჟების ვადის 2021 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, ავტოგანბაჟება მთავრობამ რამდენჯერმე გადაავადა და ამჟამად 2020 წლის მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვალდებულება 2021 წლის 1 მარტამდეა. 

ის, რომ ავტომობილებით ვაჭრობის სეგმენტი ღრმა კრიზისშია, ციფრებითაც მტკიცდება. მიმდინარე წელს იანვარში ავტომობილების ექსპორტ-იმპორტში მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება. საქსტატის მიხედვით, 2021 წლის დასაწყისში ქვეყანაში 32.88 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილია შემოსული, რაც წლ;იურ ჭრილში 56.5%-იან კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება, საქართველოდან  საექსპორტო ბაზრებზე გასულ ავტომობილებს, ამ მხრივ, ვარდნა 54%-ს აჭარბებს. მიმდინარე წლიოს იანვარში 24.88 მლნ დოლარის ავტომობილი გაიყიდა, მათ შორის, 14.17 მლნ დოლარის ავტომობილი აზერბაიჯანის ბაზარზე გავიდა.

სომხეთის ბაზარზე რეგულაციების ამოქმედებით ექსპორტი გართულებულია, რასაც  პამდემიური კრიზისიც დაემატა და ავტოიმპორტიორებისთვის ამ ბაზარზე მუშაობამ აზრი დაკარგა. ავტოდილერების მტკიცებით, სომხეთის ავტომობილების ბაზარზე არსებული კრიზისის გამო ამ მომენტისთვის სომხეთის ბაზარზე ქართველმა ავტოდილერებმა ექსპორტი დააპაუზეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system