თავში

ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე აქვთ

ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე აქვთ
ავტოიმპორტიორებს განბაჟების ვადა 1-ელ ივნისამდე აქვთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა კიდევ ერთხელ, 2021 წლის 1-ელ ივნისამდე გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტო აცხადებს და მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2020 წლის 1-ელ მაისამდე პერიოდში და არ გაუვლიათ საბაჟო პროცედურები, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს და 31 მაისის ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები.

"მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და სერვისებით სარგებლობის ყველა მსურველს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად სააგენტოში გამოცხადდნენ პირბადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

31 მაისის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. 

შეგახსენებთ, რომ ავტოიმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ხელშემწყობი პროცედურები ინერგება. იმპორტიორი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესის შესაბამისად, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზი 100 პროცენტის თუ აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას 180 კალენდარული დღის განმავლობაში (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის ნაცვლად). ამ საკანონმდებლო სიახლეს ითვალისწინებს ავტოიმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ხელშეწყობისა და კონტროლის პროცედურებს შეეხება.

,,აღნიშნული ცვლილება გულისხმობს არა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების ბაზრის ტერიტორიებზე განთავსებას, არამედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვის/განთავსების მიზნით მოწყობილი საბაჟო საწყობებისათვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას,”-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system