თავში

ავტოიმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ხელშემწყობი პროცედურები ინერგება

ავტოიმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ხელშემწყობი
ავტოიმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ხელშემწყობი პროცედურები ინერგება

იმპორტიორი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესის შესაბამისად, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზი 100 პროცენტის თუ აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას 180 კალენდარული დღის განმავლობაში (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის ნაცვლად). ამ საკანონმდებლო სიახლეს ითვალისწინებს ავტოიმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ხელშეწყობისა და კონტროლის პროცედურებს შეეხება. დაგეგმილი ცვლილების თანახმადვე, საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების განსათავსებელ ადგილებზე შესაძლებელი იქნება, ერთ სივრცეში (შერეულად) განთავსდეს, როგორც გაფორმებული, ასევე გასაფორმებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ავტომობილებისთვის ცალკე საბაჟო ტერმინალები აღარ გამოიყოფა და როგორც საბაჟო, ისე ჩვეულებრივი სადგომები ერთ სივრცეში მოექცევა. ამ სივრცეში როგორც გაფორმებული, ისე გასაფორმებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შერეულად იქნება განთავსებული.

"აღნიშნული ცვლილება გულისხმობს არა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების ბაზრის ტერიტორიებზე განთავსებას, არამედ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შენახვის/განთავსების მიზნით მოწყობილი საბაჟო საწყობებისათვის მეტი შესაძლებლობის გაჩენას,”-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ ავტოიმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შეხვედრა გამართა და მხარეებმა დეტალურად განიხილეს სწორედ ეს საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ხელშეწყობისა და კონტროლის პროცედურებს ეხება. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ავტოიმპორტიორებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიეღოთ. შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, მერაბ არახამია და კიაზო ახალაია ესწრებოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system