თავში

ავტომობილების ბაზარზე უკეთესი დინამიკაა

ავტომობილების ბაზარზე უკეთესი დინამიკაა
ავტომობილების ბაზარზე უკეთესი დინამიკაა

ტრანსპორტირების და ავტოინდუსტრიის განმაპირობებელ ფაქტორებში მოსალოდნელზე უკეთესი დინამიკა შეიმჩნევა.

ამის შესახებ აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მაკროსექტორულ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ავტოინდუსტრიის სექტორში აღდგენილი სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სერვისზე მოთხოვნას ზრდის. 

თიბისი კაპიტალის მტკიცებით, მართალია, პანდემიურ პერიოდში ავტოექსპორტმა საქართველოში მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა, თუმცა, ავტომობილების ჯამური ექსპორტი პანდემიის შემდგომ თვებში (აპრილი-ივლისი) დოლარში 69% არის შემცირებული, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

რაც შეეხება ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორს, აქ პროგნოზის გარკვეული გაუმჯობესების საშუალებას 2020 წლისთვის საგარეო ვაჭრობის განახლებული მოლოდინები იძლევა (სექ vs ივნ წ/წ ცვლილება: ექსპორტი -15% vs -20%, იმპორტი -19% vs -25%).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system