თავში

ავტომობილების რეექსპორტი კლების ტენდენციას ვერ ცვლის

ავტომობილების რეექსპორტი კლების ტენდენციას ვერ ცვლის
ავტომობილების რეექსპორტი კლების ტენდენციას ვერ ცვლის

მთელი წლის განმავლობაში ავტომობილების რეექსპორტი კლების ტენდენციას მიყვება. რეექსპორტი როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთის ბაზარზეც მკვეთრად შემცირებულია. დილერების ინფორმაციით, ამ მხრივ მდგომარეობა ამ მხრივ ქვეყნებს შორის კონფლიქტს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია და კრიზისის ძირითადად ვირუსის გავრცელებით არის გამოწვეული. ,,რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე report.ge-თან ამბობს, რომ აზერბაიჯანის მიმართულებით რეექსპორტი პოზიციებს მალევე აღიდგენს, თუმცა სომხურ ბაზარზე პრობლემა მარტივად ვერ მოგვარდება. 

,,ვერ ვიტყვით, რომ ავტომობილების რეექსპორტზე ომი გავლენას ახდენს, ასე ნამდვილად არ არის. პანდემიის გამო ნაკლები მოძრაობაა, ჩვენ მანქანებს როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანშიც ვყიდით და მომავალშიც გავყიდით. რეგიონი, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, ჩვენი დაფარვის ზონა არ ყოფილა, თვითონ სომხეთი ფარავდა მოთხოვნას ანუ ადგილობრივი დიასპორა არეგულირებდა. პანდემია რომ არ იყოს, აზერბაიჯანში უფრო არ იქნება რეალიზაციის პრობლემა, დიდი ბაზარია და კონტიგენტი უფრო აქტიურია, მაინც იყიდიან ავტომობილებს, ომს რაიმე კარდინალური გავლენა ამ მხრივ არ მოუხდენია. სომხეთთან დაკავშირებით, პირიქით, გაყიდვები შეიძლება უფრო გაუარესდეს. რაც არ უნდა იყოს, სომხეთის ეკონომიკა მაინც რუსეთზეა ჩამოკიდებული, შეიძლება პრობლემა ნებისმიერ მომენტში შეიქმნას. ჩვენ ორივე ქვეყანაში გაგვყავს ავტომობილები. პანდემია უფრო მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ჩვენი აქტიურობა ძალიან დაბალ დონეზეა covid-19-ის გამო, რისკები გაიზარდა და ფაქტობრივად ვერ გავდივართ ბაზრებზე“, - ამბობს ჯამაგიძე.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა შეადგინა 304.2 მილიონი დოლარი, რაც კლება წინა წელთან -37.3%-იანი კლებაა. 

რეექსპორტის უარყოფით ტენდენციას report.ge-ს საშუალებით სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  ცვლილება, ძირითადად, სომხეთის ბაზარზე არსებულ ვითარებას უკავშირდება. კერძოდ, სტატისტიკოსის თქმით, სომხეთმა მკვეთრად შეამცირა ავტომობილების იმპორტი საქართველოდან, ამაზე გავლენა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის გადაწყვეტილებამაც იქონია, კერძოდ, საბაჟო ტარიფების შეცვლამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system