თავში

ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა

ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა
ავტომობილების ტექინსპექტირება კვლავ სავალდებულოა

მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვები არ ეხება ავტომობილების ტექნიკურ ინსპქტირებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ სავალდებულოა ავტომობილების ტექინსპექტირების ჩატარება შესაბამის ვადებში, ანუ, მანქანის რეგისტრაციის თარიღამდე. 

ამის შესახებ report.ge-ს სამთავრობო ცხელ ხაზზე 144-ზე განუცხადეს.

როგორც ტექინსპექტირების ერთ-ერთ ქსელში აგვიხსნეს, ვრცელდება ინფორმაცია თითქოს დაწესებული შეზღუდვების და ნაწილობრივი ლოკდაუნის გამო ტექინსპექტირების ვალდებულება დროებით აღარ მოითხოვება, რაც არასწორია და შეიძლება დაჯარიმების მიზეზიც გახდეს. 

ტექინსპექტორების თქმით, მძღოლებმა დროულად უნდა გადაამოწმონ, თუ როდის უწევს თქვენს ავტომობილის ტექინსპექტირება და მოემზადონ ინსპექტირების გასავლელად. 

შეგახსენებთ, ტექინსპექტირებისას ავტომობილები მოწმდება 10 ელემენტის მიხედვით: 1. სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია 2. სამუხრუჭე აღჭურვილობა 3. საჭით მართვის სისტემა 4. ხილვადობა 5. ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა 6. ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება 7. შასი და მისი შემადგენლები 8. სხვა მოწყობილობები 9. უარყოფითი ზემოქმედება (მათ შორის, გამონაბოლქვი) 10. დამატებითი ინსპექტირება მგზავრთა გადამყვან M2, M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ცნობისთვის, სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურებში ცვლილებაა. ის მოქალაქეები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელება მოუწევთ დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში უნდა გამოცხადდნენ ერთი დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system