თავში

აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა

აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა
აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტის შემოსავლები შემცირდა

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა შემცირდა. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 6 452 669 ლარს გაუტოლდა, შარშან კი დროის იმავე მონაკვეთში - 6 727 038 ლარს.

2021 წლის იანვარ-მარტში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 1 170 715 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 1 522 503 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 3 მლნ ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 734 475 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 759 450 ლარი.

საქართველოში ბოლო დროს აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანია გააქტიურდა. მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ აზარტული თამაშების წინააღმდეგ, შეაგროვა 10 000 ხელმოწერა პეტიციაზე და ხალხის სახელით მიმართა მთავრობას, შეეზღუდა აზარტული თამაშების საქმიანობა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი აზარტული თამაშების აკრძალვასაც ითხოვს.  ფინანსისტებისა და ეკონომისტების უმეტესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სათამაშო ბიზნესის აკრძალვას. მათი თქმით, ინდუსტრია ბიუჯეტში გადასახადის მსხვილი შემტანია და მისი ევროსტანდარტებით რეგულირება მისაღები, თუმცა აკრძალვა კატეგორიულად მიუღებელი და და ეკონომიკისთვის პრობლემატური იქნება. 2020-წელს სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 6,6-ჯერ შემცირდა. სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გასული წლის იანვარ-დეკემბერში 19 261 560 ლარი შეიტანა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 128 401 198 ლარი. შარშან ონლაინ-კაზინოებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 2020 წელს 2019 წელთნ შედარებით, გაიზარდა. მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიის მიერ გაჩერებული ბიზნესისა, 2020 იანვარ-დეკემბერში ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 50 ათასი ლარით მეტი შევიდა. რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებს, 2020 წელს ბიუჯეტში 12,461,335 ლარი შევიდა, წინა წელს კი 12,411,417 ლარი. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 584,439 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 5,769,555 ლარი; სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 446 215ლარი, კლუბის მაგიდიდან - 58 024 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 25,687 ლარი. 2019 წელის იანვარ-დეკემბერში კი, სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 69,455,619 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 5,704,959 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 1,239,209 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 237,436 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 39 246557 ლარი.

ცნობისთვის, Google Trend-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტში 20 ყველაზე ხშირი საძიებო მოთხოვნიდან 6 არის ონლაინ კაზინო. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია საკუთრ ვებგვერზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ, სინამდვილეში, 2020 წლის ჯამური მონაცემებით 24 ყველაზე ხშირი საძიებო მოთხოვნიდან არა ექვსი, არამედ მხოლოდ ერთია ონლაინ კაზინო. ასოციაციის განმარტებით, ამას მოწმობს ქვეყანაში ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ანგარიშები. მათივე განმარტებით, ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაიარონ კანონით წინასწარ მკაცრად განსაზღვრული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ვალდებულია რეგისტრაციისას ბიზნესოპერატორს გაუგზავნოს, არა მხოლოდ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არამედ ამ მოწმობასთან გადაღებული ფოტოსურათი. ასევე სავალდებულო ხდება მოთამაშის მიერ შეყვანილი პირადი მონაცემების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურაში გადამოწმება, რაც ოპერატორს მისცემს საშუალებას დაზუსტებით იცოდეს თუ ვინ დგას რეალურად მათთან დარეგისტრირებული ექაუნთის უკან. აღნიშნული პროცედურები კიდევ უფრო გაამკაცრებს არასრულწლოვნების ჩართულობის კონტროლს და უფრო პასუხისმგებლიანს გახდის საქართველოში ონლაინ პლატფორმებზე თამაშს.

მათივე ინფორმაციით, ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესის მიხედვით, 3 წლის განმავლობაში, ხოლო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონის თანახმად, 5 წელი შეინახოს თითოეული დარეგისტრირებული ადამიანის მონაცემი. აღნიშნული განპირობებულია უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. მსგავსი წესი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს.

რამდენად გამართლებულია ეკონომიკურად აზარტული თამაშების აკრძალვა, ნახეთ აქ. 

სათამაშო ბიზნესი მედიას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system